
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მომხდარ ძალადობის ფაქტებს ეხმაურება და აცხადებს, რომ "ყოველივე ძალადობა სრულიად მიუღებელია." მისი თქმით, არ შეიძლება ამ ფორმით გავუსწორდეთ ერთმანეთს.
"გამოწვევების ქოლგის ქვეშ ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევა არის ის, რაც ხდება დღევანდელ დღეს და მინდა აქ გამოვეხმაურო ამ საკითხს, რომ ყოველივე ძალადობა არის სრულიად მიუღებელი, როცა ქვეყანას, როგორც თქვენ ახსენეთ, გააჩნია ევროპული წარსული, გააჩნია თავისი უძველესი ტრადიცია ტოლერანტობის და ევროპული მომავალი, რისიც მჯერა და მასში ვერავინ ვერ შეიტანს ვერანაირ ეჭვს.
ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ჩვენთვის გლობალურად უკადრისი საქციელი. არ შეიძლება, რომ ამ ფორმით გავუსწორდეთ ერთმანეთს. არ შეიძლება ის აუტანლობა ერთი მეორესი. არ შეიძლება, რომ ვერ მოისმინო სხვისი კრიტიკა. ზოგჯერ, მძაფრი, ზოგჯერ გაუმართლებელი, ზოგჯერ უხეში, მაგრამ მოსმენა ყოველთვის შეიძლება ან გატარება. გაატარე, თუ ვერ მოისმენ.
ამიტომ, ამით დავიწყოთ. ეს არის ნამდვილად გამოწვევა ჩვენი ქართველობის წინააღმდეგ, ჩვენი იდენტობის წინააღმდეგ. ბევრს მოაქვს თავი, რომ ქართველები არიან და კულტურას წარმოადგენენ. კულტურა საქართველოსი იყო ზრდილობა და უნდა იყოს ზრდილობა. ჩვენ ამითი მოვედით აქამდე, რომ შეგვეძლო ეს ზრდილობა, თუნდაც ზოგჯერ მტერთან როცა იყო ქვეყანაში. ეს ყველაფერი არის ჩვენი ძალა, მე ვიტყოდი. იმიტომ, რომ ძალადობა არის პირველი ნიშანი შიშის და სისუსტის," - აცხადებს ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, პრეზიდენტი ამ წუთებში მედიის წარმომადგენლებს ხვდება.