"თუ დღეს გვაქვს კიდევ რაიმე შანსი, ეს არის ხალხის დამსახურება" | ზურაბიშვილი EU-ს კანდიდატის სტატუსზე

გამოქვეყნდა:

"ევროკავშირის გზავნილი ყველა ფორმით და ჩვენ გავიგონეთ ეს საჯარო არის ის, რომ მოგვეცით მაინც ერთი პოზიტიური სიგნალი ამ წლის ბოლომდე. ყველაფერი ღიაა და რეალურად ჩვენ ვგრძნობთ, რომ ევროკავშირში გათვითცნობიერებულია ის აზრი, რომ არ შეიძლება რუსეთს მისცე ხელში რომელიმე ფორმის გამარჯვება და ეს ერთგვარად იქნება გამარჯვება, თუ საქართველოს არ მიეცემა და ეს მე მგონი სრულიად გათვითცნობიერებულია. მაგრამ რაღაც პოზიტიური სიგნალი მომეცი, რომ იმისთვის, რომ შევძლო... როგორიცაა რუსული კანონი, ცესკოს კანონი, როგორიცაა თავის დროზე მოსმენების კანონი და ის გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღო, რომელიც იქნება კონტრსიგნალი. და ამაში არის ჩემი როლიც, რომ ყველა ნაბიჯზე, მართალია, მე ვერ ვაჩერებ იმ ბერკეტით, რომ არ მაქვს ის ხმები, პარლამენტს არ აქვს ხმები და არ იყოს დაძლეული ეს კანონები და ვიცი, რომ მომავალ კვირასვე დაძლევენ კიდევ ამ ცესკოს კანონს, მაგრამ მე არ შემომაქვს ის პრინციპები, რომელსაც ელოდება ჩვენგან ევროპა, რომ ეს კანონები არ შეიძლება არ მიიღოთ. აქ ხალხის როლი არის უზარმაზარი. ხალხმა ხომ შეძლო, მე აღარც დამჭირდა იმ კანონზე ვეტოს დადება, რადგან ხალხმა თქვა სათქმელი და გაიმარჯვეს. თუ დღეს გვაქვს კიდევ რაიმე შანსი, ყველაფრის მიუხედავად, ეს არის ხალხის დამსახურება, იმ რამდენიმე კადრის, რომელიც გავრცელდა ევროპასა და მსოფლიოში, ამიტომ მათ დიდი მადლობა, იმიტომ რომ დემოკრატიულ ქვეყანაში არავის და არაფერს არ აქვს იმაზე დიდი ძალა, ვიდრე  ხალხს"

- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი