"კიევში ჩემი ჩასვლა არ მოხერხდა, ხელისუფლების რიტორიკამ ნეგატიურად იმოქმედა" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ კიევში მისი ჩასვლა საქართველოს ხელისუფლების რიტორიკის გამო ვერ მოხერხდა. ამის შესახებ მან მედიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა. საუბრისას ზურაბიშვილმა უკრაინასა და დასავლეთზე ხელისუფლების რიტორიკა გააკრიტიკა.

"ჩემი ადმინისტრაციის ურთიერთობები მასთან [უკრაინასთან] გრძელდება. ჩემი ჩასვლა არ მოხერხდა და ალბათ სხვა მოვლენებმა იქონიეს გავლენა ამაზე. მე რომ ჩავდივარ უკრაინაში, მაინც საქართველო ჩადის, ეს არაა ჩემი პერსონალური ჩასვლა და ალბათ, ის რიტორიკა, რაც გვაქვს ევროკავშირთან, ზოგადად ხელისუფლების რიტორიკამ ნეგატიურად იმოქმედა...

რადგან თავი მოგვაქვს ჩვენი კულტურით, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ მათ იციან ქართული კულტურა - ქართული კულტურა იყო, რომ როცა შენი მეგობარი ომშია, მასთან არაფერს არჩევ, მის გვერდით დგახარ და ესაა ჩემი პოზიცია და მე მგონია, რომ ეს უნდა იყოს ხელისუფლების პოზიცია", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი