"ძალიან მიკვირს, რომ უმრავლესობიდან არავინ იკადრა, [ქალთა კონფერენციაზე] მოსულიყო" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

აქაც [ქალთა კონფერენციაზე] იყო ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი და ძალიან მიკვირს, რომ არავინ უმრავლესობიდან, მმართველი პარტიიდან, მთავრობიდან, პარლამენტიდან... არავინ არ იკადრა, აქ მოსულიყო, ეს ხომ არ არის სალომე ზურაბიშვილის ღონისძიება. ეს არის საქართველოში გამართული ძალიან მაღალი დონის ქალთა კონფერენცია, რომელიც ამ ან სხვა ფორმით ბევრ სხვა ქვეყანაში ტარდება. შენს ქვეყანას ზოგჯერ უნდა სცე პატივი, კარგი, პრეზიდენტი არ მოგწონს, აღარ მოგწონს, არ აქვს მნიშვნელობა, პრეზიდენტი ამ შემთხვევაში ინსტიტუტია და არა პიროვნება, რომლის აზრები შეიძლება არ მოგწონდეს. 

- თქვა სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი