"პარლამენტში პრემიერის გამოსვლა პოლარიზაციის ზეგამოვლენა იყო... შეიძლება ასე მიმართოს თავის ხალხს და დეპუტატებს?" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

ეს ქვეყანა ისედაც მაქსიმალურად პოლარიზებულია და თუ მოვისმენთ პარლამენტში პრემიერის გუშინდელ გამოსვლას, ეს არის პოლარიზაციის ზეგამოვლენა. შეიძლება, რომ ამ სიტყვებით გამოვიდეს პრემიერი პარლამენტში და ასე მიმართოს თავის ხალხს, დეპუტატებს, პარლამენტის წევრებს? მე მგონი, რომ არ შეიძლება. თუ გვინდა დეპოლარიზაცია, ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ცოტა თავი შევიკავოთ, რიტორიკა შევცვალოთ, სხვანაირად მივმართოთ ერთმანეთს და შეიძლება, რომ რაღაც გამოვიდეს.

- თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი