"გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებით მივიღე… არ არის საჭირო, ვიღაცებმა გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე... მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"გადაწყვეტილება ქვეყნის ინტერესებით მივიღე… არ არის საჭირო, ვიღაცებმა გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე... მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით მაგდა ანიკაშვილის მიერ დასმული შეკითხვის პასუხად საუბრობს.

"არავის წინაშე არ ვარ ანგარიშვალდებული და ეს გაიგო თავის დროზე სააკაშვილმა, ეხლა დღევანდელმა მთავრობამაც... ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და ამიტომ მივიღე. ყველა გადაწყვეტილება შეწყალებაზე არის ძალიან რთული, ძალიან მტკივნეული... არ არის საჭირო, ვიღაცებმა ყოველდღიურად გამომიგზავნონ ნიკა გვარამიას ნათქვამები ჩემზე... კარგად მახსოვს და მე თუ შევიწყალე, შევიწყალე ამ მეხსიერებითაც, მახსოვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია 22 ივნისს შეიწყალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი