"კატეგორიულად ვბლოკავ რუსებს, რომლებიც შემოდიან ინვესტიციებით... რაში სჭირდება რუს რუსს, რომ მე მივცე მოქალაქეობა" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

მედიასთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილმა რუებისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ როცა ქვეყანაში ბინადრობის აღება, ბიზნეს ინვესტიცია ძალიან მარტივია, არ არის საჭირო, მოქალაქეობა მიენიჭოს არაქართული წარმოშობის რუსებს.

''მე კატეგორიულად ვბლოკავ იმ რუსებს, არაქართული წარმოშობის რომელიც ვითომც შემოდიან რაღაცა ინვესტიციებით, ხან პატარა, ხან უფრო დიდი მაგრამ ამ ქვეყანაში სადაც ინვესტიცია, ბიზნესის წარმოება, ბინადრობა, ეს ყველაფერი ძალიან მარტივი არის, რაში სჭირდება რუს რუსს, რომ მე მივცე მოქალაქეობა. და ეს ნაწილი, საინვესტიციო ნაწილი არის ჩემს ხელში, კიდევ კარგი ჯერჯერობით სანამ არ შეცვლიან. იმათ არ ვაძლვ, იმიტომ რომ იმყოფინონ ის ბინადრობა და ის ბიზნესი. სხვათაშორის, მე ვთვლი, რომ ესეც უნდა უფრო გაკონტროლდეს. არ არის გაკონტროლებული და დღევანდელ სანქციების პირობებში აუცილებელია, რომ მეტი ზედამხედველობა იყოს. მხოლოდ ორნიშნულიანი ეკონომიკური ზრდა არ არის ყველაფრის ზრდა და ყველაფრის ახსნა და ყველაფრის  გამართლება. უნდა იყოს კონტროლი ამ რუს ბიზნეს ინვესტორებზე, რომლებიც ზოგჯერ არიან რუსები რუსეთიდან, ზოგჯერ რუსები კვიპროსიდან, ზოგჯერ რუსები ისრელიდან და ზოგჯერ კიდევ სხვა...'' - თქვა ზურაბიშვილმა. 

შეგახსენებთ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოში დიდი რაოდენობით რუსი შემოვიდა. რის შემდეგაც მათ დაარეგისტრირეს ბიზნესები და საქართველოში დღემდე აგრძელებენ ცხოვრებას. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი