წახალისებული ანგარიშსწორება ოპონენტებზე | რა დგას "ოცნების" პარტაქტივის თავდასხმების უკან

გამოქვეყნდა:

ჟურნალისტი, პროფესორი, პოლიტიკოსი, პარტიული მხარდამჭერი, სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი. დღეს "ქართული ოცნების'' პარტაქტივისტებისა თუ ტროლ-ბოტების თავდასხმებისგან არავინ აღარ არის დაცული. უსაფრთხო აღარ არის არც უნივერსიტეტი, უსაფრთხოდ აღარ ხარ არც საკუთარ მანქანაში, სასტუმროსა თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.

თავდასხმის შემთხვევები იზრდება, თუმცა დანაშაულის მატების არაპროპორციულია დასჯილთა რაოდენობა. რეაგირებას მხოლოდ ერთეულ ფაქტზე ვხედავთ, ისიც გახმაურებულ ან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების შემთხვევაში. უკვე წლებია ხელისუფლება თავისი განცხადებებით ახალისებს მოძალადეებს, მათ აგრესიას კი პირადი შურისძიებით და უკმაყოფილებით ხსნის.

მაშინ, როცა სიძულვილით გაჟღენთილი რიტორიკა თითქმის ყოველდღიურად ისმის მაღალი ტრიბუნიდან, ძნელად წარმოსადგენია, რომ მმართველი გუნდი ცდილობდეს პოლარიზაციის შემცირება.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი