"ძალადობა არის შიშის და სისუსტის პირველი ნიშანი!'' - ეს პრეზიდენტის სიტყვებია. ასე შეაფასა სალომე ზურაბიშვილმა თავდასხმები, რომელიც განსაკუთრებით გახშირდა ბოლო პერიოდში. დღეს პრეზიდენტს ბევრი კითხვა დაუსვეს. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, უკრაინის ომი, ნატოს სამიტი, საქართველოსთვის ევროინტეგრაციის დაჩქარების შესაძლებლობის ფანჯარა, კანდიდატის სტატუსი და ნიკა გვარამიას შეწყალება, რომლითაც გაღიზიანებულია მმართველი გუნდი.
ეს ის ძირითადი თემები იყო, რომელზეც მედიამ საქართველოს პრეზიდენტის შეფასებები აინტერსებდა. სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებზეც ისაუბრა და არ გამორჩენია, რუსეთთან ფრენების განახლება.
"მოთმინება მესმის, არაკონფრონტაცია მესმის, სიფრთხილეც მესმის, დათმობა არ მესმის. არანაირი საბაბი არ იყო, რომ აღდგენილიყო ფრენები!'' - ასეთია პრეზიდენტის ღია პოზიცია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე და მმართაველის გუნდის არ გაღიაზიანების პოლიტიკაზე. სალომე ზურაბიშვილმა დღეს ამ თემებზე სასაუბროდ სხვადასხვა მედიის ჟურნალისტები ერთად მიიწვია.