გასულ ღამეს ოკუპანტები დრონით კიევის რეგიონს თავს დაესხნენ - დაშავდა 1 მშვიდობიანი მოქალაქე

გამოქვეყნდა:

გასულ ღამეს ოკუპანტები დრონით კიევის რეგიონს თავს დაესხნენ. შედეგად დაშავდა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, დაზიანდა სახლები. დაშავებულ კაცს საჭირო სამედიცინო დახმარება უკვე გაუწიეს. მას ჭრილობა ფეხის არეში ჰქონდა. 

უკრაინული გამოცემა "უნიანი" იტყობინება, რომ 2 ივლისს ღამით კიევში განგაში თითქმის ერთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ოკუპანტებმა 8 ირანული წარმოების შაჰიდის ტიპის დრონი გამოიყენეს, თუმცა მათ ყველა მათგანი ჩამოაგდეს.

"მტრის კიდევ ერთი თავდასხმა კიევზე. ამჯერად მტერმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. ამ თვის დასაწყისიდან და ბოლო 12 დღის განმავლობაში ეს კიევზე ირანული დრონებით განხორციელებული პირველი თავდასხმაა," - განაცხადა კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ამ დროისთვის უკრაინის ოპერატიული ჯგუფები მუშაობას ღამის თავდასხმის შედეგების აღმოფხვრისთვის აგრძელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი