შვეიცარიაში მომხდარი არეულობისას 7 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 1 ქართველია - მედია

გამოქვეყნდა:

1 ივნისს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში მომხდარი არეულობისას სამართალდამცავებმა 7 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, ერთი ქართველიც. ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, დაკავებულებიდან 6 არასრულწლოვანია. ერთადერთი სრულწლოვანი დაკავებული კი 24 წლის შვეიცარიელია.

მედია აღნიშნავს, რომ დემონსტრანტები საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის ახალგაზრდის მკვლელობის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად შეიკრიბნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი