ინდოეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტობუსში ხანძარი გაუჩნდა - დაიღუპა სულ ცოტა 25 და დაშავდა 8 ადამიანი.
შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 1:30 საათზე, ინდოეთის დასავლეთ შტატში, მაჰარაშტრაში, ჩქაროსნულ გზატკეცილზე მოხდა.
პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, მძღოლმა საჭეზე კონტროლი საბურავების მწყობრიდან გამოსვლის გამო დაკარგა და ავტობუსი გზის გამყოფ ნაწილს შეეჯახა. შეჯახების შედეგად ავტობუსი ამოტრიალდა და ცეცხლი გაუჩნდა.
"წინასწარი დასკვნის მიხედვით, ავტობუსს პრობლემა არ ჰქონდა. როგორ მოხდა ავარია და ვისი დაუდევრობა იყო, ეს გამოძიების ნაწილია," - განაცხადა პოლიციის ოფიცერმა.