აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, სამი ადამიანი მდგომარეობა მძიმეა.
სროლა ბრუკლინის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა. ადგილობრივი მედია წერს, რომ ადგილზე 20-30 გასროლა იყო. ეჭვმიტანილის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.