ნიდერლანდებში, ჰააგაში მდებარე ბელარუსის საელჩოს თავს დაესხნენ. შედეგად, შენობაში ჩამტვრეულია მინები, ხოლო კედლებზე წარწერებია გაკეთებული.
საელჩოს შენობის დაზიანების ფაქტზე სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოძიება დაიწყეს. დაკავებულია 31 წლის მამაკაცი.
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო რუსეთის ერთგული მოკავშირეა და მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინის ომს უკრაინაში. მან მაღალჩინოსნებს დაავალა, შეიმუშაონ რუსეთის მიერ განლაგებული ბირთვული იარაღის "ალგორითმი".