30 ივნისის აქციაზე დაკავებული აქტივისტები გაათავისუფლეს | სასამართლომ შსს-ს მოწმეები გამოკითხა

გამოქვეყნდა:

30 ივნისს, პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული აქტივისტები, ბექა და საბა პაპაშვილები, გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს ერთ-ერთი მათგანის საქმეზე მსჯელობდა. პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმეები გამოიკითხნენ.

​აქტივისტებს პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. თუმცა, როგორც ისინი აცხადებენ, შსს-მ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, არამედ პროტესტის გამოხატვის გამო დააკავეს და ამ გზით სცადეს მათი დაშინება. 

"ეს არის სიცრუე. პოლიციისთვის არ მიგინებია. არანაირი გაფრთხილება ჩემს მიმართ არ ყოფილა," - ამბობს საბა პაპაშვილი.

შეგახსენებთ, 30 ივნისს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის წარდგენის პარალელურად პარლამენტთან აქცია "შეაწუხე ირაყლი" მიმდინარეობდა. მოქალაქეები ღარიბაშვილს  შეძახილებითა და ბანერებით დახვდნენ. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი