"არეულობისა და უნგრეთის ეკონომიკური კოლაფსის შიში" | კულება ორბანის განცხადებებზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება მიჩნევს, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადება უკრაინის სუვერენიტეტის შესახებ მხოლოდ ევროკავშირიდან ფინანსური შემოსავლების შენარჩუნებას ისახავს მიზნად, რათა შენარჩუნდეს შიდა პოლიტიკური სტაბილურობა უნგრეთში. ამის შესახებ მან მოცემა Bild-თან ინტერვიუში ისაუბრა.

27 ივნისს ვიქტორ ორბანმა უკრაინას "არასუვერენული" სახელმწიფო უწოდა და თქვა, რომ ევროკავშირს აღარ აქვს სახსრები კიევის მხარდასაჭერად.

უნგრეთის პრემიერმინისტრის განცხადების კომენტირებისას საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს არის "რეალობის დამახინჯებული ინტერპრეტაცია", რაც გააპირობა უნგრეთის მთავრობის შიშმა საკუთარ ქვეყანაში სერიოზული გამოწვევების შესახებ.

"უნგრეთი უიმედოდ იბრძვის ევროკავშირის სახსრებისთვის, რათა შეინარჩუნოს მაკროფინანსური სტაბილურობა და ქვეყანაში არეულობა აიცილოს თავიდან", - განაცხადა დმიტრო კულებამ.

ვიქტორ ორბანს არაერთხელ გაუკეთებია სკანდალური განცხადებები. მან მხარი დაუჭირა ჩინეთის "სამშვიდობო გეგმას", რომელიც განსაკუთრებით გააკრიტიკეს უკრაინაში, აშშ-სა და ევროკავშირში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი