საფრანგეთში მომიტინგეები პარიზის გარეუბნის მერის სახლს თავს დაესხნენ | დაშავდა მისი ცოლი-შვილი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთში მომიტინგეები პარიზის გარეუბნის მერის სახლს თავს დაესხნენ. მედიის ინფორმაციით, შემთხვევის დროს, მერი ინსენტ ჟანბრუნი სახლში არ იმყოფებოდა. მომხდარის შედეგად მისმა ცოლმა ფეხი მოიტეხა, დაშავებულია ბავშვიც.

როგორც ჟანბრუნი აცხადებს, მომიტინგეები მის საცხოვრებელ სახლს მანქანით დაეჯახნენ და ცეცხლი წაუკიდეს. მისი მეუღლე და შვილი კი თავდამსხმელებისგან გაქცევის მცდელობისას დაშავდნენ. მერმა მომხდარს "მკვლელობის მცდელობა უწოდა":

ცნობისთვის, საფრანგეთის მასშტაბით საპროტესტო აქციები უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. ამ დღეების განმავლობაში პოლიციამ ათასობით მომიტინგე დააკავა. პროტესტი პოლიციის მხრიდან 17 წლის მოზარდის მკვლელობამ გამოიწვია.   მოზარდი 27 ივნისს პარიზის გარეუბანში მოკლეს. ახალგაზრდა, რომელიც წარმომავლობით ალჟირი-მოროკოდან იყო, ორმა პოლიციელმა საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, ბიჭის მკვლელობის მომენტს ასახავს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელი მანქანის მძღოლს იარაღს უმიზნებს, რა დროსაც მანქანა მოძრაობას იწყებს, პოლიციელი კი მანქანის შიგნით ისვრის. 

პოლიციელი, რომელმაც ბიჭს ესროლა დაკავებულია, მის წინააღმდეგ გამოძიება ნებაყოფლობით მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი