GDI: გაატარეთ ყველა ზომა პრაიდ კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარებისთვის

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" პრაიდ კვირეულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და "პასუხისმგებელ უწყებებს მოუწოდებს, გაატარონ ყველა ზომა პრაიდ კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარებისთვის და ლგბტ+ თემისა და მათი მხარდამჭერების უფლებების დაცვისთვის".

"აღსანიშნავია, რომ საჯარო სივრცეში ვრცელდება ძალადობისკენ მოწოდების და მუქარის შემცველი არაერთი განცხადება, რაც შსს-ს მხრიდან სათანადო და ეფექტიან რეაგირებას საჭიროებს. იმ პირობებში, როდესაც გასულ წლებში იმავე ჯგუფებისგან ძალადობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების მიერ გატარდეს დროული და მკაცრი ღონისძიებები მოძალადე ჯგუფების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში. 

არასამთავრობო ორგანიზაცია ასევე გმობს ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ გაკეთებულ ჰომოფობიურ განცხადებებს და "სრულ მხარდაჭერას უცხადებს კვირეულის ორგანიზატორებს, ისევე როგორც ყველა იმ ადამიანს, ვისაც სურს საკუთარი უფლებების რეალიზება და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნა საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ეკუთვნის ყველას თანასწორად, ხოლო ძალადობას გამართლება არ აქვს!"

ცნობისათვის, პრაიდ კვირეული 1-8 ივნისს ჩატარდება და დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში მონაწილეებს სიტყვით ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი მიმართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი