რუსეთში, შესაძლოა, მაღალჩინოსნების ოჯახის წევრების "არამეგობრულ" ქვეყნებში ჩასვლა აკრძალონ

გამოქვეყნდა:

რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტია (LDPR) მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც დროებით კრძალავს მაღალი თანამდებობის პირების ახლო ნათესავების მოგზაურობას "არამეგობრულ ქვეყნებში". 

კრემლი "არამეგობრულად" განიხილავს ყველა ქვეყანას, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის გამო რუსეთს სანქციები დაუწესა. ამ ქვეყნებს შორის არ არის საქართველო.

რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი კარგინოვის თქმით, შეზღუდვებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს, მათ შორის, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებზე, მოსამართლეებზე, სახელმწიფო კორპორაციების ტოპ მენეჯერებსა და ცენტრალური ბანკის დირექტორთა საბჭოზე. 

"ახლა, როდესაც რუსეთი იძულებულია დაუპირისპირდეს დასავლეთის ქვეყნების ჯგუფს შეერთებული შტატების მეთაურობით, რომლებმაც გამოიწვიეს კონფლიქტი უკრაინაში, ასეთი მოგზაურობები... არა მხოლოდ დაუშვებელია, არამედ საშიშიც", - განაცხადა კარგინოვმა.

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია დაფუძნების დღიდან ემხრობა მკაცრ, ულტრანაციონალისტურ იდეოლოგიას და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების ხელახლა დაპყრობას ემხრობა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი