კოლუმბიაში, ვარჯიშის დროს, ერთმანეთს ორი სამხედრო თვითმფრინავი შეეჯახა, - ინფორმაციას კოლუმბიის საჰაერო ძალები სოციალურ ქსელში ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი პილოტი დაიღუპა.
"სამწუხაროდ გაცნობებთ, რომ საწვრთნელ მისიაზე მყოფი ორი T-27 Tucano თვითმფრინავი ჩამოვარდა მე-2 საჰაერო საბრძოლო სარდლობის მახლობლად" - წერია განცხადებაში.