სად გაქრა პრიგოჟინი | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

დღეს რუსეთში უამრავ ადამიანს სურს, პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედება და მზადაა დასავლურ სადაზვერვო სააგენტოებს გაუზიაროს შესაბამისი ინფორმაცია - ასეთია CIA-ის გენერალური დირექტორის სკანდალური განცხადება - აღიარება.

პუტინის რეჟიმი ირღვევა, და როგორც ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, პირადად ის არ აპირებს ხელიდან გაუშვას ისტორიული შანსი. CIA-იმ სპეციალური ვიდეოც კი მოამზადა, როგორ უნდა დაუკავშირდნენ რუსეთში მცხოვრები ადამიანები სააგენტოს დარკვებით, კონსპირაციის წესების დაცვით და გაუზიარონ სენსიტიური ინფორმაცია ისე, რომ კრემლმა ვერაფერი გაიგოს. ვიდეო უკვე სამ მილიონამდე ადამიანმა ნახა, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რეალურად პუტინის რეჟიმის დღეები დათვლილია. 

თუმცა, ეს არ გამორიცხვას იმას, რომ პუტინი რომელიმე სხვა ავტორიტეტმა და არანაკლებ თავზეხელაღებულმა ბელადმა ჩაანაცვლოს. არშემდგარი გადატრიალების შემდეგ პუტინი ზედმეტად აქტიურად გადაეშვა პოპულისტურ აქტივობებში, პრიგოჟინის ბანდიტების არმიამ კი ბელარუსში დაიბანაკა, და თან ისე, რომ რუსეთში რეკრუიტების პროცესს ისევ შეუფერხებლად აგრძელებს. ბელარუსის სახელმწიფო საზღვრიდან სულ რაღაც 30 კილომეტრში, ვილნიუსში კი მომავალ კვირას ნატოს ლიდერები ისტორიულ სამიტზე იკრიბებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი