ცოფის შემთხვევები რუსეთში | ერთ-ერთი სოფელი კარანტინშია

გამოქვეყნდა:

რუსეთში, სამარას რეგიონში, სოფელ ბორსკოეში ცოფის გავრცელების გამო კარანტინი გამოცხადდა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ ცოფი, სავარაუდოდ, მელიისა და ძაღლისგან გავრცელდა. 

მედიის ცნობითვე, რეგიონში, დაავადების კერიდან 3 კილომეტრის რადიუსში, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონებში ცხოველების ვაქცინაცია ჩატარდება. კარანტინის პერიოდში ძაღლების ქუჩაში გაყვანაც აიკრძალება. ასევე, მოხდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და დადორბლილი საგნების დეზინფექცია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი