ჯო ბაიდენი ივლისში ლიეტუვას, დიდ ბრიტანეთსა და ფინეთს ეწვევა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ივლისში სამუშაო ვიზიტით ლიეტუვას, ფინეთსა და დიდ ბრიტანეთს ეწვევა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

ბაიდენი თავდაპირველად ლონდონს ეწვევა და მეფე ჩარლზ III-სა და პრემიერმინისტრ რიში სუნაკთან ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას განიხილავს. 

აშშ-ის პრეზიდენტი 11-12 ივლისს ლიეტუვაში, ვილნიუსში NATO-ს 74-ე სამიტს დაესწრება, ხოლო 13 ივლისს ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ჩრდილოეთის ლიდერების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი