ვაჭრობა ეროვნული ინტერესებით | კრემლის სატრანსპორტო პოლიტიკა და ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის გახსნის გეგმა

გამოქვეყნდა:

არავისთვის არის ახალი, რომ კრემლის იმპერიალისტური მადა კიდევ უფრო ძლიერდება, რაც მეტ საკბილოს გადაუგდებ. და სწორედ ამიტომ დათმობების, მოთმინების და თვალის დახუჭვის პოლიტიკა კრემლთან მიმართებაში კატასტროფული შედეგებით მთავრდება ხოლმე. ისტორიის გაკვეთილებს კი "ქართული ოცნება" არც სცნობს და არც სწავლობს, რადგან ეს პოლიტიკური ძალა, ბოლო ერთი წელია, დაუფარავად ატარებს რუსეთის ინტერსებს.

მოდით გავყვეთ თანმიმდევრულად, კარასინი აბაშიძის საუბრის ჩანაწერი, რომელიც ერთის მხრივ აჩვენებს, რომ ლარსზე ახალ გზას, და გვირაბს საქართველოს ხელისუფლება სწორედ კრემლის დაკვეთით და ინტერსებით აშენებს, და ჩანს ისიც, რომ ესეც აღარ არის საკმარისი მადაზე მოსული მოსკოვისთვის და საერთოდ მამისონის გახსნას ითხოვს.

ამ ჩანაწერიდან 2 თვეში მოსკოვმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა გახსნა და ახლა წარმატებით უსხლტება დასავლურ სანქციებს. სწორედ ამიტომ საერთაშორისო სანქციების სიაში უახლოეს მომავალში შესაძლოა ვიხილოთ ქართული გავრები, ამის შესახებ საქნციების მთავარი შემოქმედი - მაიკ მაკფოლი "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში აცხადებს. და მინიშნებას, რომ საქნცირებული სფეროს, ავიამიმოსვლსის გახსნით ძალიან ბევრი რამ უკვე დაშავდა კელი დეგნანიც აკეთებს.

დავუბრუნდეთ კრემლის სატრანსპორტო პოლიტიკას. ერთი მხირვ, ეს დერეფნები სამხედრო დანიშნულებისაა მოსკოვისთვის, მაგრამ 21-ე საუკუნეში უფრო ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტს წარმოადგენს. 

შემთხვევითი არაა, რომ მოსკოვმა პირველად ახსენა საჯაროდ აფხაზეთის რკინიგზის გახსნა და საუბარი დაიწყო იმაზე, რომ საქართველოსა და სომხეთის გავლით აფხაზურ დერეფანში ტვირთების მოძრაობა ყველასთვის მომგებიანი იქნება. საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც დიდი ხანია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება რუსულ რუბლებზე დაახურდავა, ამჯერად კატეგორიულად შორს იჭერს თავს იდეისგან და ამტკიცებს, რომ ამ საკითხზე არავისთან აპირებს დალაპარკებას.

მაგრამ მოდით ავიხსენოთ, რომ ჯერ კიდევ 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსული ივანიშვილი საუბრობდა აფხაზური სარკინიგზო დერეფნის გახსნაზე. და ისიც გავიხსენოთ, რამდენჯერ წაუღია უკან მისივე სიტყვა "ქართულ ოცნებას" და ყველა შემთხვევაში დაზარალებული ჩვენი ეროვნული ინტერესები იყო ხოლმე. ხოდა ახლაც, ყველასთავის გასაგებია, რატომაც დაიწყო საუბარი კრემლმა აფხაზური რკინიგზის გახსნაზე, რაც თუ ასე მოხდა, დე ფაქტო აფხაზეთის დამოუკიდებლობის ტოლფასი იქნება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი