დასავლეთ იაპონიაში უხვი ნალექისა და წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაიკარგა. სახანძრო და კატასტროფების მართვის სააგენტოს ცნობით, ნალექის რეკორდული რაოდენობის შედეგად 270-ზე მეტი სახლი დაიტბორა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, იამაგუჩის პრეფექტურაში მდებარე მაღაროში შვიდი მანქანა იპოვეს წყალქვეშ, ხოლო ერთი მძღოლი დაკარგული იყო. დასავლეთ იაპონიის რკინიგზის კომპანიის ცნობით, ჰიროშიმასა და ჰაკატას სადგურებს შორის მატარებლის მიმოსვლა დროებით შეჩერდა.
სინოპტიკოსები უხვ ნალექს, წყალდიდობებსა და მეწყერს ხვალ, 3 ივლისსაც ელოდებიან.