ორკების თავდასხმები ოპონენტებზე | "ოცნების" ხელისუფლების შენარჩუნების ახალი ტაქტიკა

გამოქვეყნდა:

რუსული პოლიტიკის გატარებაში მხილებულმა მმართველმა პოლიტიკურმა პარტიამ ძალაუფლების შენარჩუნების ახალი ტაქტიკა აირჩია, ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო გზა. ბოლო კვირებია თვალს ვადევნებთ ძლაადობის გამცხადებულ კასმპანიას, როცა "ქართული ოცნება" ჯერ ირჩევს სამიზნეს, შემდეგ ამ სამიზნეს ბომბავს სახელისუფლებო პროპაგანდა, შემდეგ კი გარკვეულ ძალადობრივ ჯგუფებს ან ინდივიდებს ამ სამიზნეზე ფიზიკურ თავდასხმას ავალებენ და ქმნიან პროპაგანდისტულ ილუზიას, რომ ეს ფაქტები ვითომ თავისით მოხდა.

სინამდვილეში კი ამ ძალადობის კამპანიაში არაფერია შემთხვევითი და სპონტანური. მაგალითად - 7-8 მარტის მოვლენებიდან მალევე, სამიზენში ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ამოიღეს, რადგან ჩათვალეს, რომ მის სიტყვას და ხედვებს გავლენა ჰქონდა ჯენზი თაობაზე. ამ კვირის განმავლობაში მიშა მშვილდაძეს დაესხნენ თავს, რომლის სიტყვასაც შესაძლოა ოდნავ უფროს თაობაზე, მილენიალებზე ჰქონდეს გავლენა. იგივე პრინციპითაა შერჩეული სამიზნედ ლევან ბერძენიშვილი დ ასე შემდეგ.

ხელისუფლების მიერ ორგანიზებული ამ ძალადობის მიზანი ცალკეული ჯგუფების დაშინებაა. პრინციპით გათიშე, დააშინე და იბატონე. არც ახალი ხდება არაფერი, მსგავსი ტიტუშკების თავდასხმების ტაქტიკას იყენებდა თავის დროზე უკრაინაში პრო რუსი ლიგაქრის, იანუკოვიჩის რეჟიმი. მაგრამ ძალადობის კამპანიის კიდევ ერთი გათვლა იმის წამროჩენაა, თითქოს ხელისუფლება ძლიერია. სინამდვილეში კი საკუთარი ძალის ასეთი ფორმებით წარმოჩენა ავტორიტარულ ხელისუფლებას მხოლოდ მაშინ სჭირდება, როცა ელექტორალურად ძალიან უჭირს. როცა სუსტია და ცდილობს, ეს სისუსტე ზღვარგადასული აგრესიით დამალოს.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი