უკრაინაში დაღუპული ქართველი გმირები | "ოცნების" რუსული პროპაგანდა მათ წინააღმდეგ

გამოქვეყნდა:

უკრაინაში პუტინის სისხლიანმა ომმა საქართველოდან წასული 48 მებრძოლი შეიწირა. ამ კვირას ორი გმირი მერძოლი, ჯონი ოდიშვილი და მალხაზ კვიჟინაძე სამშობლოში ჩამოასვენეს. გამოცდილი მებრძოლები, რომლებიც საქართველოს ინტერესებსაც იცავდნენ, უკრაინის თავისუფლებასთან ერთად. 

თუმცა, ამ პატრიოტებს ხელისუფლება დაფასების ნაცვლად ებრძვის, მათ არც გმირებად აღიარებს და საერთოდ, თუ მაინც მოუწია "ქართულ ოცნებას" ამ მებრძოლების შემჩნევა, ხელისუფლების წარმომადგენლები იმეორებენ ზუსტად იმ სიტყვებს, რასაც კრემლის პროპაგანდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი