პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებია მომიტინგეებს არეულობის დასრულებისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

პარიზის გარეუბანში პოლიციის მიერ მოკლული მოზარდის ბებიამ ხალხს არეულობის დასრულებისკენ მოუწოდა. როგორც CNN წერს, მოკლული ბიჭის ბებია ამბობს, მეამბოხეები 17 წლის ნაჰელის სიკვდილს, როგორც ნგრევის გამოწვევისთვის საბაბს იყენებდნენ, ხოლო ოჯახს სიმშვიდე სურს.

"ვეუბნები აჯანყებულებს, რომ შეწყვიტონ. დავიღალე...  ნაჰელი მოკვდა,ნაჰელის დედას ცხოვრება აღარ აქვს", - თქვა ბიჭის ბებიამ.

ცნობისთვის, საფრანგეთის მასშტაბით საპროტესტო აქციები უკვე მეხუთე დღეა გრძელდება. ამ დღეების განმავლობაში პოლიციამ ათასობით მომიტინგე დააკავა. პროტესტი პოლიციის მხრიდან 17 წლის მოზარდის მკვლელობამ გამოიწვია.   მოზარდი 27 ივნისს პარიზის გარეუბანში მოკლეს. ახალგაზრდა, რომელიც წარმომავლობით ალჟირი-მოროკოდან იყო, ორმა პოლიციელმა საგზაო წესების დარღვევისთვის გააჩერა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, ბიჭის მკვლელობის მომენტს ასახავს. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელი მანქანის მძღოლს იარაღს უმიზნებს, რა დროსაც მანქანა მოძრაობას იწყებს, პოლიციელი კი მანქანის შიგნით ისვრის. 

პოლიციელი, რომელმაც ბიჭს ესროლა, დაკავებულია. მის წინააღმდეგ გამოძიება ნებაყოფლობით მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი