საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ქვეყნის მინისტრებსა და უშიშროების წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო კრიზისულ ცენტრში ხვდება, რათა საფრანგეთში მიმდინარე ვითარება განიხილონ.
შეხვედრას ესწრება საფრანგეთის პრემიერმინისტრი, ელისაბედ ბორნი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანინი და იუსტიციის მინისტრი, ერიკ დიუპონ-მორეტი.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, დღეს, გვიან საღამოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში 45 000 პოლიციელი და ჟანდარმერიის ოფიცერი განლაგდება, რადგან, მისი თქმით, "ქვეყანა მეტი ძალადობისთვის ემზადება".