გერმანულმა მედია Deutsche Welle-მ რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ავლასა და ამ პროცესში საქართველოს შესაძლო მონაწილეობაზე რეპორტაჟი მოამზადა.
სიუჟეტში ნათქვამია, რომ რუსეთში ძალიან ბევრი სამხედრო დანიშნულების ტვირთი შედის, მათ შორის მიკროჩიპები და ავტომობილები. გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი საქართველოში ჩამოვიდა, იმის გასარკვევად თუ საიდან ხვდება ეს ტვირთი რუსეთში და ხომ არ არის საქართველო ერთგვარი გამტარი იმ ფონზე რომ საქართველო რუსეთის მეზობელია და მასთან ეკონომიკური ურთიერთობები აქვს.
ამასთან დასავლეთი მკაფიოდ აცხადებს, რომ საქართველო, ყირგიზეთი და სომხეთი ის ქვეყნებია, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, რუსეთში მასშტაბური ექსპორტი დაიწყო.