ძალადობა მიუღებელია, ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერს, მთავრობას - მიატოვიჩი

გამოქვეყნდა:

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის, დუნია მიატოვიჩის თქმით, ძალადობა სრულიად მიუღებელია და სწორედ ეს იყო მისი მთავარი გზავნილი საქართველოს პრემიერთან და მთავრობის სხვა წევრებთან შეხვედრისას.

ამის შესახებ მიატოვიჩმა თბილისი პრაიდის კვირეულის გახსნაზე განაცხადა. მან პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს მოუწოდა, დაფიქრდნენ, სანამ ლგბტ თემის წარმომადგენლებს თავს დაესხმებიან.

"ჩვენ ყველას გვაქვს თანაბარი უფლებები. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სულ რაღაც 2 წლის წინ სასტიკი ძალადობა მოხდა თბილისში ღირსების მარშის დროს. იმ ღონისძიებისას, რომელიც აღნიშნავდა თანასწორობასა და თავისუფლებას. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალადობა მიუღებელია. შენ შეგიძლია რაიმეს არ დაეთანხმო და ეს გამოხატო, მაგრამ ძალადობა სრულიად მიუღებელია. ეს იყო ჩემი ძირითადი გზავნილი, რომელიც გავუზიარე პრემიერმინისტრსა და მთავრობას გუშინ. ჩვენთვის მიუღებელია რიტორიკა, რომ ქვიარ ადამიანების უფლებების დაცვა ევროპის მიერაა თავმოხვეული საქართველოზე. პოლიტიკოსებსა და რიგით მოქალაქეებს მოვუწოდებ, ორჯერ დაფიქრდით სანამ უმცირესობას თავს დაესხმებით", - თქვა დუნია მიატოვიჩმა.

თბილისი პრაიდის კვირეული 8 ივლისის ჩათვლით გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი