ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ჯენინში ბოევიკების სამეთაურო ცენტრზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 3 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაიჭრა.
ისრაელის თავდაცვის ძალების მტკიცებით, მათი სამიზნე დაკვირვებისა და დაზვერვის ცენტრი და იარაღის განთავსების ადგილი იყო.
ისრაელის თავდაცვის ძალები რეიდებს რეგულარულად აწარმოებენ ჯენინში, სადაც პალესტინელ ბოევიკებს, მათ შორის „ჰამასსა“ და „ისლამურ ჯიჰადს“ ასობით შეიარაღებული მებრძოლი ჰყავს.