"რა თქმა უნდა, ვინც დაავალა სალომე ზურაბიშვილს ამ ნაბიჯის [ნიკა გვარამიას შეწყალება] გადადგმა, მის ინტერესებშია პოლარიზაციის გაღვივება. ჩვენ უახლოეს თვეებში ვნახავთ, რომ რეალურად, გვარამია თავის წვლილს შეიტანს პოლარიზაციის გაღრმავებაში. მისი ერთადერთი იარაღია ბილწსიტყვაობა. მთელი ეს წლები [ბილწსიტყვაობდა], ერთადერთი წელი, როცა ის არ ბილწსიტყვაობდა იყო, როცა იყო ციხეში. ბილწსიტყვაობა ეტყობა არ იცით რა არის, ღარიბაშვილისგან ბილწსიტყვაობა არავის მოუსმენია, ბილწსიტყვაობა არის ის, რასაც ისმენდა ხალხი გვარამიასგან".
თქვა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.