ვიღაცას, როგორც ჩანს, გულზე მოხვდა სანქციების კოორდინატორების განცხადებები - კობახიძე მაკფოლის ინტერვიუზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე რუსეთის სანქციებზე მომუშავე საერთაშორისო ჯგუფის კოორდინატორის, მაიკლ მაკფოლის განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ "ვიღაცას გულზე მოხვდა სპეციალური ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებები".

კობახიძის თქმით, სპეციალურმა ჯგუფმა, რომლებიც ერთი კვირის წინ საქართველოში იმყოფებოდნენ, ხელისუფლებას მადლობა გადაუხადეს, რომ საქართველო არ გამოიყენება სანქციების გვერდის ავლისთვის.

"სპეციალური ჯგუფი იყო საქართველოში ჩამოსული, რომელიც მუშაობს სწორედ სანქციების გვერდის ავლის თემაზე და ამ ჯგუფმა დაადასტურა და არა მარტო დაადასტურა, მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას, რომ საქართველოს გამოყენება არ ხდება სანქციების გვერდის ვალისთვის, ამ ფონზე, რას ემსახურება მაკ ფოლის ინტერვიუ, შეგიძლიათ განსაზღვროთ - ვიღაცას, როგორც ჩანს, გულზე მოხვდა ის განცხადებები, რომლებიც გააკეთეს სპეციალური ჯგუფის წარმომადგენლებმა, ეს არის და ეს", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

"რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში მაიკლ მაკფოლიმ თქვა, რომ არსებობს "მყარი მტკიცებულებები", რომელიც მიუთითებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან გვერდის არიდებაში ეხმარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი