რუსეთის ფსბ აცხადებს, რომ აღკვეთა ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელზე, სერგეი აქსიონოვზე თავდასხმა, რომელიც, მათი მტკიცებით, უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული.
უწყების ცნობითვე, დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურების მიერ იყო გაწვრთნილი ნაღმის აფეთქებაში.
რუსული მხარის მტკიცებით, კაცი აქსინოვის მანქანის აფეთქებას გეგმავდა, მაგრამ ის იმ დროს აიყვანეს, როცა ასაფეთქებელი სამალავიდან აიღო.
აქსიონოვმა მადლობა გადაუხადა რუსეთის სპეცსამსახურს და თქვა, რომ "კიევიდან ტერორისტული საფრთხის სრულად აღმოფხვრა მხოლოდ სპეცოპერაციის მიზნების შესრულებით არის შესაძლებელი".