19 აპრილის შეთანხმება ხელმოწერილ იქნა საბოტაჟის, შანტაჟის ქვეშ - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერა საბოტაჟისა და შანტაჟის ქვეშ მოხდა. მას მედიასთან კომენტარის დროს თქვა, რომ ეს იყო ღია შანტაჟი ოპოზიციის მხრიდან.

"როდესაც პირველი ვერსია იყო წარმოდგენილი, მთავარი მიზეზი, რატომაც ხელი არ მოეწერა პირველ ვერსიას, იყო სწორედ ცესკოსთან დაკავშირებული რეგულაციები, შემდეგ გარკვეული ცვლილებები შევიდა ამ რეგულაციებში, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერა, თუმცა, ჩვენ თავიდანვე ვეუბნებოდით ყველას, რომ ეს რეგულაციები წინააღმდეგობაში იყო ევროპულ პრაქტიკასთან და ასევე შექმნიდა აუცილებლად პრობლემებს, იმ პრობლემებს, რომლებიც შემდეგ რეალურად შეიქმნა. თქვენ გახსოვთ, რომ 19 აპრილის შეთანხმება ხელმოწერილ იქნა საბოტაჟის ქვეშ, შანტაჟის ქვეშ, პირდაპირ შეიძლება ასე ითქვას, აქედან გამომდინარე, შემდეგ, როდესაც ოპოზიცია არ შეუერთდა ამ შეთანხმებას თავადვე, მოხდა მისი ანულირება, ჩვენთვის, ბუნებრივია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, 19 აპრილის შეთანხმებას არავითარი ფასი არ აქვს", - თქვა კობახიძემ. 

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებს განიხილავენ. "ქართული ოცნება" ემზადება, რომ პრეზიდენტის მორიგი ვეტო დაძლიოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი