საქართველოში პოლიტიკური ძალები ახერხებენ შეცდომაში შეიყვანონ პარტნიორი ადამიანები - დავითაშვილი მაკფოლიზე

გამოქვეყნდა:

ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მიერ შექმნილი რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური ძალები ახერხებენ შეცდომაში შეიყვანონ პარტნიორი ადამიანები. 

ის მოუწოდებს პარტნიორებს, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ და ითანამშრომლონ სანქციების აღსრულების კუთხით.

"თქვენ მოისმინეთ აშშ-ის, ბრიტანეთისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების შეფასება საქართველოს ხელისუფლების მიერ, თუ როგორ ხდება სანქციების გვერდის ავლის მცდელობების აღკვეთა, და შესრულება. ეს არის უმაღლესი წარმომადგენლების მკაფიო პოზიცია. მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ასეთ გადაწყვეტილებებს და ოფიციალურ განცხადებებს, ოფიციალური პირების. საქართველოს ხელისუფლებამ აჩვენა, თუ რამდენად საიმედო პარტნიორია დასავლეთისთვის სანქციების გვერდის ავლის აღკვეთის კუთხით საქართველო და დაიმსახურა მადლობა, ძალიან მკაფიოდ და პირდაპირ. ვფიქრობ რომ ამ თემით სპეკულირება არის უბრალოდ უპასუხისმგებლობა, ხშირ შემთხვევაში ვხედავთ ასეთ პროცესებს, რომ ოპოზიციონერები, რომლებიც თავიანთი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, სამწუხაროა, მაგრამ ეს ასე უნდა ითქვას, ისევ საქართველოში პოლიტიკური ძალები ახერხებენ შეცდომაში შეიყვანონ პარტნიორი ადამიანები, უცხოელები და ასე შემდეგ, თუმცა, ჩვენ მოდით დავეყრდნოთ ოფიციალურ კომუნიკაციას და ინფორმაციას, საქართველომ დაიმსახურა მადლობა. [...] ნებისმიერი ასეთი განცხადება უნდა ეყრდნობოდეს კონკრეტულ ფაქტებს, რომელიც ჩვენ უნდა ვიცოდეთ, გავიგოთ და ამის შემდეგ შეიძლება დაგიკომენტიროთ", - თქვა დავითაშვილმა.

"რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში მაიკლ მაკფოლიმ თქვა, რომ არსებობს "მყარი მტკიცებულებები", რომელიც მიუთითებს, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან გვერდის არიდებაში ეხმარება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი