"ბატონო გიორგი, პირადად თქვენ პატივს გცემთ და სულ მგონია, რომ თქვენ, რომ მობრძანდებით პარლამენტში, ხართ მსხვერპლი ქალბატონი პრეზიდენტის, ისეთი სახით მოდიხართ ხოლმე და მე მესმის თქვენი. იმიტომ, რომ რეალურად, ქალბატონი ვერ შედგა, როგორც ლიდერი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი საზოგადოებისთვის. ბევრი ვცადეთ, რომ, აი, ამ გახლეჩილი საზოგადოების შემაკავშირებელი ყოფილიყო, მაგრამ სამწუხაროდ რადიკალების გზას დაადგა."
მიმართავს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ირაკლი ზარქუა, საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან გიორგი მსხილაძეს, პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე.