ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში ჩაყენებული - მიხეილ სააკაშვილის მიმართვა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დისტანციურად ერთვება. ეს პირველი შემთხვევაა თვეების შემდეგ, როცა მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ჩაერთო.

ის "ქართული ოცნების" ლიდერების, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს ყველამ, მათ შორის ევროპარლამენტარებმა, რომლებიც "დეზინფორმაციულ კამპანიაში" იყვნენ  ჩართულები.

"მე მინდა ვუთხრა ყველას, ჩვენ გვართმევენ მომავალს, ჩვენს შვილებს უბიძგებენ, რომ არ იცხოვრონ საქართველოში, ჩვენი შვილები იცხოვრებენ საქართველოში, მე ვიცი ეს როგორ გავაკეთო. [...]

თურმე ევროპამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ევროპარლამენტმა, რომ ითხოვენ ჩემ გათავისუფლებას. მინდა ვუთხრა ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარეს, თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ აი ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ. აი ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ, ბოდიში უნდა მოიხადოთ თქვენ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემ წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომ მისი მოქალაქე ამ მდგომარეობაში არის, ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი არის ამ მდგომარეობაში ჩაყენებული. პაპიაშვილო შემომხედე კარგად", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილმა ჩართვის დროს მაისური აიწია, რათა მისი ფიზიკური მდგომარეობა ეჩვენებინა.

 

"მე მინდა ვუთხრა ყველა მხარდამჭერს, რომ ჩვენ ახლა გვინდა ერთიანობა, გვინდა სიძლიერე, ჩვენ უნდა ვასხივებდეთ სიძლიერეს, ვინაიდან, შეშინებული, დამფრთხალი ხელისუფლება, ასხივებს სისუსტეს და შეიძლება ფიზიკურად სუსტად ვიყო, მაგრამ ძალიან ძლიერი ვარ შიგნიდან, ძალიან მაგარი სულისკვეთებით ვარ, ძალიან მხნედ ვარ", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი