დღეს კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვითხოვთ, რომ უფლება გვქონდეს პარლამენტის წევრებს პრეზიდენტი სააკაშვილის მონახულების - ხაბეიშვილი

გამოქვეყნდა:

"დღეს კიდევ ერთხელ იხილა საქართველოს მოსახლეობამ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ტერორისტი პუტინის დავალებით ამყოფებს ტყვეობაში, ასევე ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვითხოვთ ევროკავშირის მისიის შესვლას პრეზიდენტ სააკაშვილთან ,ვგულისხმობ პოლონელ ექიმებს და რამდენიმე თვეა სისხლის სამართლის დამნაშავე რატი ბრეგაძე, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, უარს ამბობს და არ აძლევს შესაძლებლობას ევროკავშირის მისიას, პოლონელ ექიმებს, რომ შევიდნენ მიხეილ სააკაშვილთან და
გამოიკვლიონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ცხადია ჩართონ მკურნალობის პროცესში. 

ასევე მეორე საკითხი, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს უკავშირდება, ჩვენ არაერთხელ მოვითხოვეთ და დღეს კიდევ ერთხელ ვითხოვთ საქართველოს ე.წ თავმჯდომარისგან პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის არ შეშლას. პარლამენტის წევრებს უკვე რამდენიმე თევა არ გვეძლევა შესაძლებლობა მოვინახულოთ პრეზიდენტ სააკაშვილი და დღეს კიდევ ერთხელ საჯაროდ მოვითხოვთ უფლების განხორციელების შესაძლებლობას, რომ უფლება გვქონდეს პარლამენტის წევრებს პრეზიდენტი სააკაშვილის მონახულების.“ 

განაცხადა ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე. 
ცნობისთვის, დღეს რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მესამე პრეზიდენტი სასამართლო სხდომას დისტანციურად ჩაერთო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი