„მინდა საზოგადოებას გავაცნო კასპში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, როდესაც ვსაუბრობთ პენსიონერებთან თუ როგორ უნდა დაიკლოს საპენსიო ასაკმა და 65 წლის ნაცვლად მამაკაცებში გახდეს 60 წელი და როგორ უნდა იყოს მინიმალური პენსია 400 ლარი და შესაბამისად დანარჩენი დანამატები 500 და უფრო მეტი, ამ დროს ალყა შემოარტყა რუსული პარტიის საჯარო მოხელეებმა და საკრებულოს მოხელეებმა იმ სახლს, იმ ოჯახს, სადაც ვიმყოფებოდი მე და ჩემი თანაგუნდელები ათეულობით პენსიონერებთან ერთად. ამასობაში, ყველამ კარგად ნახა, რომ 3-4 საათის განმავლობაში „მილიცია“, კგბ-შნიკებს რომ დაატარებს გომელაური, იმის უწყება არც გამოჩნდა მიუხედავად არაერთი შეტყობინებისა და 3-4 საათის განმავლობაში ისროდნენ ქვებს, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ შორის ჩემს თანამებრძოლებს, ლეწავდნენ ავტომობილებს, იდგნენ ყირაზე და არ გაგიკვირდებათ თუ ახლა გეტყვით ამბავს, თუ
როგორ თხზავს შს მინისტრი ჩვენს წინააღმდეგ საქმეებს და უნდათ დაგვაბრალონ, რომ ჩვენ გავლახეთ და თავპირი დავალეწეთ ქოცმაცუნებს.ე.ი თუ გვივარდებიან თავდაცვის უფლებაც არ გვქონია. შესაბამისად, კონკრეტული ინფორმაციების საფუძველზე მე მინდა საზოგადოებას ვუთხრა და გავაფრთხილო კაკებეშნიკი, რუსეთის აგენტი გომელაური, რომ ხელი არ წაუცდეს და ჩემს თანამებრძოლებზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყოს და მან აარჩია ჩემი უახლოესი გარემოცვა, „ნაციონალური მოძრაობის“ თანამშრომლები და აქ დასაქმებული ადამიანები, ვისზეც აპირებს და შესაბამისი მოქმედებები დაიწყო, რომ აღძრას საქმე. ე.ი თავად დაგვესხნენ თავს, თავად ისროდნენ ქვებს, თავად იქცეოდნენ ველურად და ახლა უნდა მოუყვნენ საზოგადოებას, როგორც ჩემს შემთხვევაში იყო, თავის დროზე რომ დამესხნენ თავს საკრებულოში, თურმე ჩვენ ვცემეთ, ჩვენ დავლეწეთ რუსული პარტიის წარმომადგენლები და აქეთ აპირებენ სისხლის სამართლის აღძვრას ჩემს თანამებრძოლებზე. მოვუწოდებ ლაჩარ, მშიშარა, კაკებეშნიკებს, კობახიძეს და გომელაურს, აქ ვარ, თქვენი პირდაპირი სამიზნე და შეეშვით ჩემი თანამებრძოლების დევნას, მითუმეტეს ამ რამდენიმე დღის წინ ჩვენი პარტიის თანამშრომელს, დავით ოსიყმაშვილს. თუ რამე გინდათ და თუ ვინმეზე საქმის აღძვრა გინდათ, აქ ვარ, ლევან ხაბეიშვილი არ გაურბის არც კითხვებს, არც სასამართლო საქმეებს, მოეშვით ჩემი თანამებრძოლების დევნას, გაფრთხილებთ ყველას და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ თავდასხმის ორგანიზატორების დასჯის ნაცვლად, რუსული პარტია აპირებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.“ -
განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა კასპში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით.