ერგნეთის რიგით 113-ე შეხვედრა ამჯერადაც კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა - მონაწილეებმა გამყოფ ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარ ინციდენტები განიხილეს. ქართულმა მხარემ მკაცრად მოითხოვა უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების უპირობო გათავისუფლება.
3 დაკავებულს 19 ივლისამდე წინასწარი პატიმრობა გაუხანგრძლივდა, აქედან ერთს, რომელიც 19 ივნისს დააკავეს, 2 თვიანი პატიმრობა შეეფარდა, ხოლო 2-ზე გრძელდება სასამართლო განხილვები. რაც შეეხება ჩხიკვაძეს და ნათაძეს, ვინც უკვე საკმაოდ ხანგრძლივ პატიმრობაში იმყოფებიან, მათზე ქართულ მხარეს კონკრეტული პასუხი არ მიუღია და მათ გასათავისუფლებლად მუშაობა ყველა შესაძლო ფორმატში გაგრძელდება. უსაფრთხოების გარდა მხარეებმა ჰუმანიტარულ საკითხებზეც იმსჯელეს. მომდევნო შეხვედრა ერგნეთში 12 სექტემბერს გაიმართება.