
''შთაბეჭდილებების განსახილველად აქ არ ვართ, ჩვენ წარმოვადგენთ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას და ჩვენი მოვალეობა არის რომ დავიცვათ პატიმრობაში მყოფი ადამიანების უფლებები'' - ასე გამოეხმაურა "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თალაკვაძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას.
მან მესამე პრეზიდენტს პირობები წაუყენა:
''არის ორი მთავარი პირობა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ითანამშრომლოს ექიმებთან და შეასრულოს ყველა ის რეკომენდაცია და დანიშნულება რასაც ექიმები აძლევენ. ასევე მაქსიმუმი უნდა გააკეთოს კვების აღდგენის კუთხით. ეს ორი საკითხი ურთიერთდაკავშირებულია, როგორც ექიმები ამბობენ. ანუ ერთი მეორის გარეშე ვერ იქნება ეფექტური. ''- თქვა თალაკვაძემ
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტი თებერვლის შემდეგ პირველად გამოჩნდა და თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე, დისტანციურად ჩაერთო.
შემდეგი სასამართლო 26 ივლისს ჩაინიშნა.