მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს, ის დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოა- ერმაკი

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას კიდევ ერთხელ ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი და ტვიტერზე მესამე პრეზიდენტის დღევანდელ ფოტოს ავრცელებს:

"მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
ის  არის სიმართლისთვის, სამართლიანობისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო. მისი დაჭერა და გისოსებს მიღმა გამომწყვდევა ადამიანის უფლებების დარღვევაა." წერს ერმაკი.

მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას ეხმაურება და ფოტოებს ავრცელებს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკოც:

"სააკაშვილის ჯანმრთელობა ბოლო თვეების განმავლობაში სწრაფად გაუარესდა. დღევანდელი სურათები შემზარავია.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე უარს ამბობს. ის აშკარად მძიმე მდგომარეობაშია და საჭიროებს მკურნალობას." წერს გერაშენკო. 

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს სასამართლოს დისტანციურად ჩაერთო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი