
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დაზიანებიდან 4 თვის განმავლობაში პირველად დაუკავშირდა 330 კვ სარეზერვო ელექტროგადამცემ ხაზს - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებაშია ნათქვამი.
გროსის ინფორმაციით, ელექტროსადგური ხელახლა დაუკავშირდა ერთადერთ სარეზერვო ელექტროგადამცემ ხაზს ოთხი თვის შემდეგ, თუმცა ენერგომომარაგების მდგომარეობა ადგილზე ისევ უკიდურესად არასტაბილურია.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის კავშირი ერთადერთ დარჩენილ 330 კილოვოლტ (კვ) გადამცემ ხაზთან, 1-ელ მარტს გაწყდა, მდინარე დნეპრის მეორე მხარეს დაზიანების გამო და 1 -ელი ივლისის საღამოს აღდგა.
გროსის თქმით, 330 კილოვოლტიან გადამცემ ხაზთან კავშირი მნიშვნელოვანია რეაქტორის გაგრილებისა და ბირთვული უსაფრთხოების სხვა კრიტიკული ფუნქციებისთვის.