დანია და გერმანია უკრაინას ათობით Leopard 1-ის ტანკებს უახლოეს კვირებში მიაწვდიან - პისტორიუსი

გამოქვეყნდა:

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა Rzeczpospolita-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინა, სამხედრო დახმარების ფარგლებში, უახლოეს კვირებში  გერმანიიდან და დანიიდან Leopard 1A5 ტანკებს მიიღებს.

"ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ ეს იქნება საჭირო რუსეთის მხრიდან სასტიკი თავდასხმისგან თავის დასაცავად. გერმანიისა და დანიის ათობით საბრძოლო ტანკი Leopard 1A5 ჩამოვა უკრაინაში უახლოეს კვირებში. გარდა ამისა, მაისში ჩვენ მოვამზადეთ 2.7 მილიარდი ევროს ახალი დახმარების პაკეტი, რომელიც მოიცავს დამატებით საჭირო იარაღს, როგორიცაა IRIS-T SLM საჰაერო თავდაცვის სისტემები" - თქვა პისტორიუსმა 

პისტორიუსის თქმით ახლა გერმანია უკრაინას მეორე უმსხვილეს სამხედრო დახმარებას უწევს ტექნიკის მიწოდების, პირდაპირი ფინანსური დახმარებისა თუ ევროკავშირის ფარგლებში დახმარების სფეროში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი