თუ ვინმეს სურვილი ექნება, სოც. ქსელში გამოეხმაურება შესაბამის ადამიანს - ცისკარიშვილი მელიაზე

გამოქვეყნდა:

არანაირად არ ვუპასუხებ...  - აცხადებს ენმ-ის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებაზე, რომელიც მელიამ დღეს ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა და პარტიის ხელმძღვანელობა უმოქმედობაში დაადანაშაულა:

''არანაირად არ ვუპასუხებ. არსებობს Facebook, სოციალური ქსელი მეც მაქვს, თქვენც გაქვთ. თუ ვინმეს სურვილი ექნება გამოეხმაურება სოციალურ ქსელში შესაბამის ადამიანს, პოლიტიკოსს, რომელიც სოციალური ქსელით მოგვმართავს. თუ ვინმეს უნდა რომ დაგვეხმაროს და ჩაერთოს ამ ფერხულში ჩვენ მუდმივად აქტიურობა გვაქვს, როგორც პარტიის კუთხით, ასევე მიშას საკითხების გარშემო. დღესაც აქცია გვქონდა, უცხოეთშიც დავდივართ, ჩვენ პარტნიორებთან ვსაუბრობთ. ბევრ რაღაცას ვაკეთებთ. დაინტერესდნენ გაიგონ. საკუთარი დავალებები, თუ ფუნქციები იტვირთონ და განახორციელონ...მე მასთან პოლემიკაში შესვლას და თქვენი ძვირფასი ეთერის დახარჯვას ნამდვილად არ ვაპირებ. სხვა რამე უფრო აქტუალური საკითხებით თუ გაქვთ, გნებავთ ოცნებასთან დაკავშირებით, ხალხზე, ეკონომიკაზე, რეფორმებზე პენსიებზე მკითხეთ,  დიდი სიამოვნებით გაგესაუბრებით.'' - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი "მთავარი არხის" ეთერში, "გადაცემა დღის" სტუმარში საუბრისას.  

რას აკეთებთ და გეგმავთ მიშას გამოყვანისა და უწყვეტი აქციების დაპირებით მოსულები? - მიმართავს ნიკა მელია ენმ-ის ხელმძღვანელობას.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი