
რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორი მაიკლ მაკფოლი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას ეხმაურება და ტვიტერზე წერს:
"დღეს გამოქვეყნებული ფოტოები აბსოლუტურად შოკისმომგვრელია. ის სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს.
მსოფლიო არ დაუშვებს საქართველოს ექსპრეზიდენტი პატიმრობაში მოკვდეს" წერს მაკფოლი.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დღეს მისივე სასამართლო პროცესს კლინიკა ვივა მედიდან დისტანციურად ჩაერთო.