უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები "ჯორჯიან ეარვეისის" დასანქცირებისთვის - საგარეო

გამოქვეყნდა:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ შეხვედრის მიზანი უკრაინის ხელისუფლების მიერ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის” სანქციების სიაში შეყვანის საკითხი იყო:

„შეხვედრაზე გამოითქვა შეშფოთება აღნიშნული გადაწყვეტილების გამო, რომელიც ქართული მხარის შეფასებით საფუძველს მოკლებულია. უკრაინულ მხარეს ეთხოვა განმარტებები აღნიშნულთან დაკავშირებით.

ქართული ავიაკომპანიის დასანქცირების გამო შეშფოთება დააფიქსირა უკრაინაში საქართველოს ელჩმაც“,- აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 190 პირსა და 290 კომპანიას სანქციები 1-ელ ივლისს დაუწესა, მათ შორის მოხვდნენ „ჯორჯიან ეარვეისი“ და თამაზ გაიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი