მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას საჯარო დებატებს სთავაზობს - მესამე პრეზიდენტის სასამართლო

გამოქვეყნდა:

არაადამიანური პატიმრობა, რომლის დრამატული შედეგები კიდევ ერთხელ დადასტურდა. რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოს პირდაპირ ეთერში ჩაერთო. მესამე პრეზიდენტის გამოჩენამ დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის გაოგნება გამოიწვია. წონის კლების ფონზე სააკაშვილის გარეგნობა ფაქტობრივად ღიად მიუთითებს ყველა იმ სამედიცინო პრობლემაზე, რომლებზეც არაერთი კონსილიუმის წევრი მედიკოსები თვეების განმავლობაში საუბრობდნენ. 

თვალშისაცემი ფიზიკური გამოფიტვის მიუხედავად მესამე პრეზიდენტი როგორც ჩანს საბრძოლველად არის მომართული. სააკაშვილმა აბსურდული ბრალდებების და საქმის განხილვის მორიგ ჯერზე გადადების მიუხედავად, კვლავ პოლიტიკურ დევნასა და ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორებაზე ისაუბრა. უფრო მეტიც პოლიტიკური პატიმარი ღიად იწვევს ხელისუფლებას და ქართული ოცნების ლიდერებს საჯარო დებატებსაც კი სთავაზობს საკუთარი უდანაშაულობისა და პოლიტიკური დევნის დასამტკიცებლად. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი